რეგიონი
ნინოწმინდაში ადგილობრივს 15 ტონა თივა დაეწვა
ქალაქ ნინოწმინდის მკვიდრს ლოვა კაპლანიანს ზამთრისთვის მომარაგებული თივა დაეწვა. ხანძარი 23 სექტემბერს დაახლოებით, 17:15 საათზე გაჩნდა. ინფორმაციას რადიო "nor" ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ფერმერს 15 ტონა თივა სრულად დაეწვა.
| Print |