რეგიონი
ჯავახეთში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს.

ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი.

ფლამინგოებს გრძელი, წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.
Facebook Twitter
one signal
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 8 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 4 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2965
RUB
RUB
100
4.6397
TRY
TRY
1
0.5142
USD
USD
1
2.9661
AMD
AMD
1000
6.2431
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.