რეგიონი
პატარა გონდურამდე მისასვლელი გზა გრუნტით დაფარეს
სოფელ გონდურაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პატარა გონდურამდე მისასვლელი გზა გრუნტით დაფარეს და გაასწორეს.

აღნიშნულ ფაქტს, ადგილობრივები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, დიდი ზომის ქვები ბევრ პრობლემას შექმნის.

მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი ამბობს, რომ გრეიდერით გასწორების შემდეგ, გზიდან დიდი ქვები მოშორდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ნორ.ჯი ავრცელებს.
| Print |