რეგიონი
ნინოწმინდაში რვა კილომეტრამდე გზა დაიგება

 

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 91-98კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  4 077 406 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის 7 498 მეტრიანი მონაკვეთი დაბა ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრის მიმართულებით დაიგება. 

გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობისთვის 11 თვე ექნება. მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ორწლიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.

წინადადებების მიღება 26 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს დასრულდება.
| Print |