რეგიონი
კავკასიური ირმის მყვირალობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ვიდეო)

 

ირმის მყვირალობა დაიწყო. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში კეთილშობილი კავკასიური ირმები გამოჩნდნენ. მყვირალობის ამსახველ მასალას ადმინისტრაცია ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ფოტოები და ვიდეო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა, შოთა გოლუბიანმა და დემეტრე ლაცაბიძემ გადაიღეს.

„მყვირალობა 2019“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. გამრავლების პერიოდი ირმის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა. იგი იწყება ხურაობით, რასაც თან სდევს ირმის მყვირალობა", - წერია გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე. 

| Print |