რეგიონი
სოფელ ზაკვს ფირნიშზე ისტორიული სახელი აღუდგინეს
ახალქალაქში, ფირნიშს სოფლის სახელი სწორი ფორმით დააწერეს. სოფელ ზაკვს ისტორიული სახელი ჯერ მხოლოდ ტრაფარეტზე აღუდგინეს, ის ჯერ კიდევ ზაქად არის რეგისტრირებული. ამის შესახებ ფეისბუკზე ფოტოგრაფი კუკური მეტრეველი წერს. 

„ზაკვი, ამ 5-10 წლის წინათ ჯერ საჯარო რეესტრმა ადგილობრივი მერიის დაუდევრობით თუ გამიზნულად წარდგენილი ნუსხის მიიხედვით რამოდენიმე სოფლის დამახინჯებულ სახელთან ერთად ჰაი-ჰარად მცდარათ დაარეგისტრირა!... მერე უკვე ვიღაც უკეთურმა მისი ისედაც დამახინჯებული სახელი საგზაო ფირნიშანზე არაერთხელ წაშალა და გადააკეთა“.

მისი თქმით, შეცდომა ახლა მერიამ და იუსტიციის სამინისტრომ უნდა გამოასწორონ და სოფელს ისტორიული სახელი ოფიციალურად დაუბრუნონ.

„საკუთარი შეცდომების გამოსწორება ყველას ღირსების საქმეა, მითუმეტეს როცა საქმე უძველეს ტოპონიმებს ეხება“.

ამავე თემაზე: 
ჯავახეთის სოფლების დამახინჯებული სახელები ფირნიშებზე

ფოტო: კუკური მეტრეველი
| Print |