რეგიონი
ხანძარი ახალქალაქის ორ სოფელს შორის
ახალქალაქში, ბუზავეთსა და ოლავერდს შორის ტყის მახლობლად, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქნარს 22 ოქტომბერს მოედო. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

„ხანძარი ტყეს მიუახლოვდა, რამდენიმე ხე დაიწვა, ახალგაზრდებმა მოახერხეს ცეცხლის შეჩერება“, - ამბობს ადგილობრივ გამოცემასთან ესაი ნერსესიანი.

ადგილზე ახალქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობდა. დახმარებისთვის ნინოწმინდის ბრიგადაც გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს ეკიდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - განუცხადეს "მეცხრე არხს" პრესსამსახურში.
| Print |