აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელი სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმრები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მიიღო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფომაციით, მეუფე თეოდორემ და სადეგ დესორხმა რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ პრინციპით ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში.
მიტროპოლიტმა თეოდორემ სტუმარს ახალციხის ციხე და მუზეუმი
დაათვალიერებინა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მუსლიმურ თემთან მეგობრობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.