რეგიონი
ვიწვევთ ახალგაზრდებს მთის სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად
„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს რაჭიდან, ლეჩხუმიდან, ზემო და ქვემო სვანეთიდან, ჯავახეთიდან, თრიალეთიდან და მთიანი აჭარიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად.

მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის პროექტს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა სათემო ორგანიზაციები ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ხევში. პანკისის ხეობასა და თუშეთში კი ჩვენი პარტნიორები სათემო საბჭოები არიან.

"გვსურს, მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დავაკავშიროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ მათ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში".

ინიციატივები უნდა უკავშირდებოდეს - თემის განვითარებას; გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებას; ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას; სოფლად სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და არაფორმალური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, მთაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის ხელშეწყობას; კულტურული და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას და სხვა.

სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს აღნიშნულ მიზნებს და მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 4 °C
img
ახალქალაქი 0 °C
img
ასპინძა -5 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 0 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 0 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
RUB
RUB
100
4.6531
TRY
TRY
1
0.5169
USD
USD
1
2.9723
AMD
AMD
1000
6.2169
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.