რეგიონი
ბორჯომის მერიას ექვს პოზიციაზე თანამშრომლების შერჩევა სურს

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა. აღმასრულებელ ხელისუფლებას თანამშრომლების შერჩევა ექვს პოზიციაზე სურს.

კონკურსი ცხრა ნოემბერს, 23:00 საათზე შეწყდება. განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

კონკურსი სამეტაპიანია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს. ამისთვის ვადა განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე აქვს.

ვაკანტური პოზიციებია:
  • არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი
  • ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
  • მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
  • შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
| Print |