რეგიონი
ბორჯომის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია

 

ქალაქ ბორჯომში რესტორან "რჩეულის" სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაკვამლიანება სასხვენო გადახურვის საბუხრე მილთან შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია, ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

| Print |