რეგიონი
ბაკურიანის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა

 

დაბა ბაკურიანის ზევით, თორის თავზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ადგილობრივები ამ ადგილს ფარეხებს ეძახიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ტყე არ იწვის, ცეცხლი მხოლოდ ბალახსა და ხმელ ფოთლებს მოედო. 

"ღია კერები არ არის, ტყის ქვედა საფარზე შეინიშნება დაკვამლიანება. ადგილი გამოირჩევა რთული რელიეფით, ამიტომ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს", - გვითხრეს უწყების პრესსმსახურში.

ჯერჯერობით არ რის ცნობილი, რა ფართობზეა გავრცელებული დაკვამლიანება. ადგილზე იმყოფებიან ბორჯომის მერი და მოადგილე. 

"მთავარია, ხეებზე არ გავრცელდა, ჩირგვებს და ბალახს უკიდია. დღესვე მოხდება ლიკვიდაცია, მაგრამ მეხანძრეები დილით კიდევ გააგრძელებენ მუშაობას, პრევენციის მიზნით", - გვითხრეს ბორჯომის მერიაში.
| Print |