რეგიონი
ბორჯომში, რესტორან "რჩეულში" გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

 

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, რესტორანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეები ადგილზე მუშაობას ასრულებენ. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ. ჩაინგრა ჭერი, მეპატრონის თქმით, ზარალის ოდენობა საშუალოდ, 100 000 ლარია.

ცეცხლი სავარაუდოდ, სამწვადე ბუხრიდან მაშინ გაჩნდა, როცა შენობაში სტუმრები იმყოფებოდნენ. დაკვამლიანებისთანავე მათი ევაკუაცია განხორციელდა.

შსს მომხდარს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა"ქვეპუნქტით იკვლევს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

| Print |