რეგიონი
ბორჯომში საახალწლო განათებებში 158 000 ლარამდე დახარჯავენ

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. მერიამ გასანათებელი მოწყობილობების და ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟისთვის ელექტრონული ტენდერი 157 582 ლარზე გამოაცხადა. შერჩეულმა კომპანიამ ბორჯომი და ბაკურიანი სტრინგებით და ფიგურებით უნდა მორთოს.

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცალკე ტენდერი გამოცხადდება საახალწლო კონცერტისთვის, რომლის ღირებულებაც ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

| Print |