რეგიონი
ახალქალაქში ოთხი კვირით ცენტრალური მოედანი გადაიკეტა
ახალქალაქში დღეს, 19 დეკემბერს მძღოლებისთვის მაშტოცის მოედანი დაიკეტა. აქ გავლა 15 იანვრამდე იქნება შეზღუდული. ქალაქის ცენტრში მთავარი ნაძვის ხე განთავსდება. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

ქალაქის საახალწლო დეკორაციით გაფორმებას ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეოპროფი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორი გურამ გიგილაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მორთვა 20 დეკემბერს დაიწყება, ხოლო ნაძვის ხის დემონტაჟი 2020 წლის 15 იანვარს უნდა განხორციელდეს.

ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელია თავისუფლებისა და ჩარენცის ქუჩებზე.
| Print |