რეგიონი
აბასთუმანში მგელმა ცხენი შეჭამა

 

კურორტ აბასთუმანში მგლების მიერ შეჭმული ცხენი იპოვეს. შემთხვევა სამ იანვარს, დილით, ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ფოტოს სოციალურ ქსელში ადგილობრივი გერა კარკაძე ავრცელებს. მოსახლეობა ამბობს, რომ მგლები დასახლებაში ძირითადად, თოვლიან ამინდში ჩამოდიან, თუმცა წელს უკვე გამოჩნდნენ.

"მოსახლეობასთან სიახლოვეში მყოფი სატურიზმო ცხენი შეეწირა მგლების ხროვას. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება. გამოხშირვაზე ნება უნდა დირთოს, მივაწვდინოთ ხმა, მოთოვს თუ არა, მოსახლეობაშიც დაიწყებენ ბოდიალს, რაც ძალზედ სახიფათოა. 65-95 კგ. მგლები ბინადრობენ. ეს ალბათ მეათე შემთხვევა იქნება", - წერენ ფეისბუკში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის. მტაცებლებმა ცხენი და რამდენიმე ძაღლი აბასთუმანში გასულ წელსაც შეჭამეს. მოსახლეობა მგლის მოკვლის უფლებას ითხოვს.

 

| Print |