რეგიონი
ბაკურიანში პირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, თბილისის მერიამ 10 ავტობუსი გადასცა.

საკურორტო ზონაში ტრანსპორტი შიდა გადაადგილებისთვის წელს პირველად დაინიშნა და ის დიდველისა და კოხტას საბაგიროების მიმართულებით უკვე მოძრაობს. ტრანსპორტით მგზავრობა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ "მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა გაამარტივებს საგზაო მოძრაობას და შეამსუბუქებს საცობებს, ამავდროულად კომფორტულ გარემოს შექმნის დამსვენებლებისთვის".

მარშრუტები ბაკურიანის შესასვლელიდან 09:30 სთ-ზე იწყება და კოხტას და 25-იანებისკენ 15-წუთიანი ინტერვალით 20:00 სთ-მდე იმოძრავებს.

| Print |