რეგიონი
ადიგენის მერია ე.წ. "ჭკვიან კამერებს" ყიდულობს
ადიგენის მუნიციპალიტეტი ვიდეო სამეთვალყურეო კამერებს შეიძენს. მერიამ ელექტრონული ტენდერი 139 272 ლარზე გამოაცხადა.

შერჩეულმა პრეტენდენტმა ადიგენის მერიას უნდა მიაწოდოს სამი ცალი ნომრის ამომცნობი ე.წ. „ჭკვიანი კამერა“, ათი ცალი ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა, სერვერი ვიდეო არქივისთვის. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კამერების მონტაჟიც ევალება, რაც ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა განახორციელოს.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ტექნიკას სამწლიანი გარანტია უნდა ჰქონდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 თებერვალს დაიწყება და 12-ში დასრულდება.

| Print |