რეგიონი
უამინდობამ პრობლემები შექმნა ნინოწმინდაში
წუხანდელი თოვლისა და ძლიერი ქარის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა.

მერის მოადგილის არტავაზდ ტონონიანის თქმით, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ცოტა ხნის წინ გაიხსნა სპასოვკის, დიდი გონდურის, თორიის, კატნატუსა და პატარა ხანჩალის ნინოწმინდასთან დამაკავშირებელი გზები.

ჯერ კიდევ რჩება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების პრობლემა. ზოგიერთ სოფლამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებებლი.

პრობლემები შეიქმნა საქართველო -სომხეთის დამაკავშირებელ გზაზეც, სადაც გზის გაწმენდას ათამდე მანქანა ელოდებოდა, თუმცა ამ დროისათვის ეს გზა გაწმენდილია.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ამბობს, რომ წუხანდელმა ქარმა ორ სახლს სახურავი გადახადა.

,,ნინოწმინდიდან დარეკა ორმა ადამიანმა, ზარალი ბევრი არ არის 5-6 ,,შიფერია". მიუხედავად ამისა, კომისია მივა ადგილზე, დაადგენს ზარალის ოდენობას და საჭიროების შემთხვევაში კომპენსაციასაც გასცემს"
- აცხადებს არტავაზ ტონოიანი.
| Print |