რეგიონი
ორი დღეა ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია


რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჯავახეთში, საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს. ორი დღეა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზე. მიზეზი ქარბუქი და დაბალი ხილვადობაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი და დაბალი ტემეპრატურა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. როდის აღდგება მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

| Print |