რეგიონი
ადიგენში ჩინელი ტურისტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა
ადიგენში ადგილობრივებმა ჩინეთის მოქალაქე შენიშნეს, რამაც დაბაში აჟიოტაჟი გამოიწვია. მოქალაქეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

„როგორც გავარკვიეთ, ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილით უნდოდა აჭარაში გადასვლა, მაგრამ თოვლი დახვედრია და უკან დაბრუნდა. ტაქსით იყო. ადიგენის ცენტრში რომ გააჩერეს მანქანა, ხალხი დავიძაბეთ“, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

მცირე ინცინდენტს ადასტურებს ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. რუიზან ქიმაძის თქმით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ტურისტი საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვიდა და კორონავირუსზე კვლევა ჩატარებული ჰქონდა.

“ტურისტი იყო, ამან ადიგენში ცოტა აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან დაინახეს, რომ ჩინელი იყო და მოქალაქეებს შეეშინდათ. პოლიცია ჩაერთო და გაირკვა, რომ საქართველოში ახალი ჩამოსული არ იყო და საშიშროებას არ წარმოადგენდა. ის იყო კორონავირუსზე გამოკვლეული და ჰქონდა უარყოფითი პასუხი. დამატებით კვლევა ან სადმე გადაყვანა, ჩვენი ჯანდაცვის სამსახურის ჩარევა საჭირო აღარ გახდა“, - გვითხრა ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუიზან ქიმაძემ.

ჩინეთის მოქალაქემ ადიგენი ინცინდენტის შემდეგ დატოვა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩინეთის მოქალაქის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა. საქართველოშიჩ, იანვრის თვეში, ჩინეთის ორი მოქალაქე, მგზავრების პროტესტის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

30 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა: 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმანიაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში".
| Print |