ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით დღეს, 18 მარტს, ბორჯომში ქუჩები იკურთხა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, სასულიერო პირებმა სტიქაროსნებთან ერთად, მსვლელობა საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს, აკურთხეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები. ქალაქის კურთხევის პროცესში ეპარქიის 10 მოძღვარი იღებდა მონაწილეობას.