რეგიონი
ახალქალაქის შემდეგ თევზი ნინოწმინდის ტბაშიც დაიხოცა

 


ქალაქ ნინოწმინდასთან მდებარე ხელოვნურ წყალსაცავში თევზი დაიხოცა. ნაპირზე გამორიყული კარჩხანა ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა.

წყალსაცავი ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე წყალი გასული საუკუნის 80-იან წლებში დააგუბეს, მას მოსახლეობა ნათესების სარწყავად და საქონლის დასარწყულებლად იყენებდა. თევზი აქ დაახლოებით, ოთხი წლის წინ გაჩნდა.

მანამდე კი თევზი ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავშიც დაიხოცა. შესაბამისმა ორგანოებმა მიზეზად ყინულის ქვეშ უჟანგბადობა დაასახელეს, დახოცილი თევზი კი ტბიდან ამოიღეს.

| Print |