სამაშველო სამსახურის და შსს–ს თანამშრომლებს, ნინოწმინდა–წალკის გზის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები გამოჰყავთ. გზა ამ დრომდე დაკეტილია ნინოწმინდა–ფოკა–წალკის მიმართულებით, 110-ე კმ–ზე. ,,მე–9 არხის“ კორესპონდენტი ჯავახეთიდან იუწყება, რომ პრობლემა არა დიდი თოვლი, არამედ ქარბუქია, რაც ნამქერის საშიშროებას ქმნის. მისივე ინფორმაციით, შსს–ს წარმომადგენლები, მგზავრებს, მხოლოდ სათხემდე უშვებენ. ძლიერი ქარბუქის გამო, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, მუშაობს მძიმე ტექნიკა.
,,ფოკაში მივდიოდი, განძასთან გავიჭედე და წასვლა ვეღარ შევძელი. მაშველებმა გამომიყვანეს“ – ამბობს ერთ–ერთი მგზავრი, შიო დალალიშვილი.
მოქალაქეები გზის გახსნას ელიან, შსს–ს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საავტომობილო გზა ფოკისა და წალკის მიმართულებით, გამოამინდების შემდეგ გაიხსნება.