ჯავახეთში, თოვლში ჩარჩენილი მგზავრები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები – სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას პრობლემები, გუშინდელი წვიმის, თოვლისა და ძლიერი ქარის გამო შეექმნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე იღებენ. მათი მონაცემებით, ძლიერმა ქარმა, აწყურში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ჭაჭარაქის კლუბის შენობის სახურავიც. მუგარეთში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში დანგრეულია ღობეები, გადახდილია რამდენიმე სახლის და საქონლის სადგომის სახურავი.
ვალეში, ძლიერმა ქარმა, ელექტროენერგიის სამი ბოძი წააქცია,
რის გამოც, ვალის აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დენი
პერიოდულად ითიშება ქალაქ ახალციხეშიც.
“ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით,ძლიერი ქარის
გამო, ელექტროგადამცემ ხაზებზე რამდენიმე ავარიაა. გიორგი ბალახაშვილი
,,მე–9 არხთან” აცხადებს, რომ ტექნიკური ბრიგადები თითქმის ყველა
დაზიანებაზე ერთდროულად მუშაობენ. ამ დროისთვის, ელექტროენერგიის
გარეშე, სამცხე–ჯავახეთში დაახლოებით, 2 000 აბონენტია დარჩენილი.