რეგიონი
სომხეთში, ერთ დღეში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 041-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 64 შეადგინა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 2614 კოვიდ პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 788-ს შეადგენს.

 

| Print |