რეგიონი
ძლიერი სეტყვა და წვიმა ასპინძაში


ასპინძის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. სტიქიამ ხეხილი და ნერგები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვასთან ერთად ძლიერად წვიმდა, რის გამოც ნათესები დატბორილია.

„ჯერ წვრილი სეტყვა მოვიდა, როცა გადაიღო ნიაღვარი დადგა ყველგან. შემდეგ კიდევ დაიწყო სეტყვა, ამჯერად დიდები გადმოყარა. ვაზის მტევნები სულ ძირს ჩამოიტანა, პომიდვრის ჩითილების მხოლოდ ღერები დგას, ისიც დატბორილია“, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ასპინძის მერი აცხადებს, რომ სეტყვა მხოლოდ დაბაში იყო და ნალექი სოფლებში არ დაფიქსირებულა. 

"დაბაში იყო მცირე რაოდენობით. სოფლებში წვიმაც არ ყოფილა", - გვითხრა როსტომ მაგრაქველიძემ.

| Print |