რეგიონი
ეჭვს აჩენს ნაწვიმარზე ასეთი მასშტბის ხანძარი - სახანძრო სამსახური

 

დაბა აბასთუმანში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დასრულდა. ცეცხლის გაღვივების თავიდან ასაცილებლად, მეხანძრე-მაშველები პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებენ. დილით კი სამუშოები ხანძრის პრევენციისთვის განახლდება.

აბასთუმნის ტყეში, პარკ „როშას“ მოპირდაპირე მხარეს, ცეცხლს 65 სპეციალისტთან ერთად, დღეს ადგილობრივები აქრობდნენ. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ადგილობრივებმა დაკვამლიანება დაახლოებთ, 14:00 საათზე შენიშნეს, სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, აბასთუმანში ხანძრის კერები დრონებით, ცენტრალური გზიდან ორ კილომეტრში აღმოაჩინეს. დამწვარია დაახლოებით, 300 კვ.მ. ფოთლოვანი ტყის ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი შსს-მ უნდა დაადგინოს. მანამდე კი სპეციალისტები დივერსიას არ გამორიცხავენ, რადგან ამ ადგილზე ტურისტი ვერ მივიდოდა, ნიადაგი და ხეები წვიმისგან დასველებული იყო. არის ვერსია, რომ ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა.

 


| Print |