აბასთუმნის ტყეში, ობსერვატორიიდან დაახლოებით, 6 კმ-ში ხანძარია. ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა დილით შეამჩნიეს. ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის თქმით, ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა. ცეცხლის კერასთან მუშაობენ სახანძრო-სქამაშველო ჯგუფები და ცოცხალი ძალა. ზაქარია ენდელაძეს ეჭვს უჩენს ფაქტი, რომ დაბაში 13 ივნისის ხანძრიდან ორ დღეში, ხანძარი მეორედ გაჩნდა.