რეგიონი
აბასთუმანში ხანძარი მეორედ გაჩნდა

 

აბასთუმნის ტყეში, ობსერვატორიიდან დაახლოებით, 6 კმ-ში ხანძარია. ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა დილით შეამჩნიეს. ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის თქმით, ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა. ცეცხლის კერასთან მუშაობენ სახანძრო-სქამაშველო ჯგუფები და ცოცხალი ძალა. ზაქარია ენდელაძეს ეჭვს უჩენს ფაქტი, რომ დაბაში 13 ივნისის ხანძრიდან ორ დღეში, ხანძარი მეორედ გაჩნდა. 

"ისეთი ადგილია, იქ ტურისტი ვერ მივიდოდა და კოცონი ვერ დარჩებოდა. თან მთელი ღამე წვიმდა, საინტერესოა სველ ხეებს ცეცხლი როგორ გაუჩნდა? საეჭვოა ზედიზედ ორი ხანძარი", - ამბობენ ადგილობრივები.
| Print |