აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
15:04 / 15.06.2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცეცხლის კერასთან 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 100 კვ.მ-მდე ფართობი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
აბასთუმანში ხანძრის მეორე კერა დღეს, 15 ივნისს გაჩნდა. ცეცხლი ობსერვატორიიდან დაახლოებით, 6 კმ-ში მიუვალ ადგილზე, ტყეში ხეებს წაეკიდა. ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა შეამჩნიეს და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შეატყობინეს.
ადიგენის მერს ზაქარია ენდელაძეს ეჭვს უჩენს ფაქტი, რომ ბოლო ორ დღეში, აბასთუმანში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა. ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე ხანძარს წინ უსწრებდა ძლიერი წვიმა, რაც დივერსიაზე სპეციალისტების ეჭვებს ამძაფრებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.