რეგიონი
აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცეცხლის კერასთან 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 100 კვ.მ-მდე ფართობი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აბასთუმანში ხანძრის მეორე კერა დღეს, 15 ივნისს გაჩნდა. ცეცხლი ობსერვატორიიდან დაახლოებით, 6 კმ-ში მიუვალ ადგილზე, ტყეში ხეებს წაეკიდა. ძლიერი დაკვამლიანება ობსერვატორიის თანამშრომელებმა შეამჩნიეს და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შეატყობინეს.

ადიგენის მერს ზაქარია ენდელაძეს ეჭვს უჩენს ფაქტი, რომ ბოლო ორ დღეში, აბასთუმანში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა. ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე ხანძარს წინ უსწრებდა ძლიერი წვიმა, რაც დივერსიაზე სპეციალისტების ეჭვებს ამძაფრებს.

| Print |