რეგიონი
სროლა ახალქალაქის ცენტრში
დღეს, 15 ივნისს, ახალქალაქის ბაზრის მახლობლად, ადგილობრივებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი გამოცემის jnews.ge-ს ინფორმაციით, ნალბანდიანის ქუჩაზე იარაღიდანაც გაისროლეს. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებული მხარეების დასამშვიდებლად და გაფრთხილებისთვის პოლიციელმა ჰაერში გაისროლა.
ჩხუბის შედეგად ერთმა ადამიანმა ფეხზე ტრავმა მიღო. კიდურის მოტეხილობით საავამდყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, ერთმანეთს გზა არ დაუთმეს. ამის გამო, მათ შორის კამათი დაიწყო. კამათი ჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაში, შემდეგ კი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ ხულიგნობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებული ჯერ არავინაა.

| Print |