რეგიონი
ახლდაბაში ძლიერმა სეტყვამ სახურავები დააზიანა

 

ახალდაბაში, სეტყვამ საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. ძლიერი სეტყვა 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  განადგურებულია ნათესები და ხეხილი.

სიტუაციის შესასწავლად ადგილზე იმყოფება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მონიტორინგის სამსახური.

 

| Print |
თეგები: სეტყვა /