რეგიონი
ნუთუ აუცილებელია, მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რომ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ? - ფაშინიანი

 

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 18 698-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 309 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ19“-სგან 7 560 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ - განაცხადა ფაშინიანმა.

 

| Print |