რეგიონი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ახალქალაქში აქციით გამოეხმაურნენ
ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე 21 ივლისს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მშვიდობიანი აქცია გამართა. ათასამდე მოქალაქის შეკრების მიზანი, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში, სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოხატვა იყო. "არა ომს", "ჩვენ გვინდა მშვიდობა" - სკანდირებდნენ შეკრებილები. აქციაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან. 

მეზობლებს შორის წლების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტი, ერთი კვირის წინ ხელახლა გამწვავდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა.
| Print |