რეგიონი
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა და ერთი სამედიცინო პერსონალია - ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია, ან ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება.

2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პესრნალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /