რეგიონი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ივლისის მდგომარეობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 37 317-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 705 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 26 478 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 941 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /