რეგიონი
„ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა
28 ივლისს, სოფელ ვალეში, კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.

სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში სამცხე-ჯავახეთის გამარჯვებული გახდა ვალეს N2 საჯარო სკოლის გუნდი.

პანდემიის დროს მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი-დღიური, სადაც არის ავტორების თვალით დანახული 10 სასარგებლო რჩევა თემაზე: „როგორ უნდა გავატაროთ კარანტინის პერიოდი“.
კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადოების გაზრდა.

კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელთა 150-მდე გუნდმა მიიღო.

გამარჯვებული გუნდი პედაგოგებისა და საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა შეხვედრას ცნობილი მწერლები და ტელე-წამყვანები: ნენე კვინიკაძე,ტორესა მოსი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ესწრებოდნენ.



| Print |