რეგიონი
31 ივლისს მესხეთის თეატრის ეზოში სპექტაკლი გაიმართება

 

"კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მესხეთის თეატრი 31 ივლისს თეატრის ღია სივრცეში (ეზო) გამართავს სპექტაკლს რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (რეჟ. კახა გოგიძე).

გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების წესები"
, – ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპექტაკლი 21:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 4 ლარია.
| Print |