რეგიონი
ახალციხეში კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში ქ.ახალციხის N1 საჯარო სკოლიის მოსწავლე თამარ ლევიშვილი, ქ.ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ანუკი ენდელაძე და სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა გაჩეჩილაძე გახდა.
პანდემიის დროს მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებს,პიროვნების იდენტობასა და პროგრესული,თავისუფალის საზოგადოების ურთიერთმიმართების შესახებ.

კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელთა 150-მდე გუნდმა მიიღო.

გამარჯვებული გუნდი პედაგოგებისა და საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა შეხვედრას ცნობილი მწერლები და ტელე-წამყვანები: ნენე კვინიკაძე,ტორესა მოსი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ესწრებოდნენ.


| Print |