რეგიონი
ახალქალაქში მამაკაცს დენმა დაარტყა

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან 61 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სატვირთო ავტომობილით ელექტროენერგიის კაბელს წამოედო და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი სოფელ უდიდან არის, ის მშენებლობაზე მუშაობდა და შემთხვევის დროს თავის მოვალეობას ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტოები: ტვ ფარვანა
| Print |