რეგიონი
არც პოლიტიკას უკავშირდება და არც ეთნიკურ ნიადაგზეა, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევაა - გუბერნატორი
ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტი პოლიტიკას არ უკავშირდება - ამბობს მხარის რწმუნებული. ბესიკ ამირანაშვილმა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაც გამორიცხა. რეგიონის პირველი პირის თქმით, ჯავახეთში ადგილი ჰქონდა კრიმინალს, რომელიც აღკვეთილია.

„ქალაქში არის რეგიონის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა მობილიზებული. როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა“,
- აღნიშნა ამირანაშვილმა.

ინცინდენტის მეორე დღეს ახალქალაქში ავტომობილების მოძრაობა აღდგა. დარბეული სასტუმრო და სახლები ისევ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების დაწყებისას ახალგაზრდა მამაკაცმა სასტუმროს მეპატრონის მამა დაჭრა, რის გამოც დაშავებულის ახლობლებმა გულიკამის მკვიდრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის თანასოფლელებმა ახალქალაქში სახლების დარბევა დაიწყეს.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

ქალაქში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია.

| Print |