რეგიონი
დარბეულ სახლში ხანძარს მეზობლები აქრობენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან


ახალქალაქში დარბეული და გადამწვარი ოთხი სახლიდან ერთ-ერთი ზარმარიანებს ეკუთვნის. ოჯახის წევრების თქმით, ინცინდენტში არც ერთი მათგანი მონაწილეობდა. სოფელ გულიკამის მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ დაწვა, რომ ისინი დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთს - გაბრიელიანებს იცნობენ. კადრები სახლის მეპატრონემ თავად გადაიღო. 

"ძლივს მოვასწარით სახლის დატოვება, საშინელი ხმაურით მოვიდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ირგვლივ ბენზინი მოასხეს. პოლიცია ვერაფერს აკეთებდა. 30-მდე თანამშრომელი 200-მდე განრისხებული ადამიანის წინაშე რას იზამდა? პრობლემა ის იყო, რომ პოლიციამ არ იცოდა წინასწარ სად მიდიოდნენ, ამიტომ მუდმივად აგვიანებდნენ", - ამბობს ნარა ზარმარიანი.

,,ყველა ვიცით სახეზე, ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდება... გაგრძელდება ისევ... ყველა უნდა დაისაჯოს. ჩვენ მარტო იმიტომ დავზარალდით, რომ ჩემი შვილი გაბრიელიანებს იცნობდა", - აცხადებს ხაჩიკ ზარმარიანი.

სოფელ გულიკამის მოსახლეობამ ზარმარიანების გარდა, ახალქალაქში გაბრიელიანების კიდევ სამი ნათესავის სახლი გადაწვა.

 


| Print |