რეგიონი
ნინოწმინდის სოფელ ჟდანოვში ადგილობრივს რვა ტონა თივა დაეწვა
დღეს, 11 აგვისტოს, სოფელ ჟდანოვის მკვიდრს, სამველ ანტონიანს სახლის სახურავში შენახული, დაახლოებით, 400 ტუკი თივა დაეწვა. როგორც მისი ვაჟი არამ ანტონიანი ამბობს, ამ დროს ოჯახს ეძინა. ცეცხლი  მეზობლებმა შენიშნეს. ინფორმაციას რადიო nor.ge ავრცელებს. 

”მეზობლებმა გაგვაღვიძეს, გამოვედით და დავინახეთ, რომ თივა იწვის. თივა ძალიან ახლოს არის ბეღელთან. ცეცხლი უკვე ბეღელის სახურავზე გადადიოდა. სახანძრომ მოასწრო ჩაქრობა”


ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ცეცხლი ღუმელის მილში, ჭვარტლისგან გაჩნდა. 
| Print |