რეგიონი
საპროტესტო აქცია ახალქალაქში - მკოიანები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ
ქალაქ ახალქალაქისა და სოფლების მოსახლეობამ მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. 100-მდე მოქალაქე თვითმმართველობისგან ყურადღებას ითხოვს. მათი თქმით, ამორტიზებულია საერთაშორისო მნიშვნელობის გზები, მერიაში კი მათ განცხადებებს უპასუხოდ ტოვებენ.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზის გადასახადს იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე მოიხმარენ. ყველა მათგანი კომპანია „ეს-ჯი-ეს"-ის აბონენტია, რომლის 40% მოქმედი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა, მარდუნ მკოიანი ფლობს. ამიტომ მკოიანები ამბობენ, რომ ეს აქცია მათ წინააღმდეგაა დაგეგმილი. ენზელ მკოიანის თქმით, მოსახლეობის პროტესტი მის მიმართ დაწყებული პოლიტიკური დევნის ნაწილია.

მარდუნ მკოიანი კი აცხადებს, რომ გადასახადი აქამდე არავის გაუპროტესტებია. ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის მიერაა დადგენილი.



| Print |