რეგიონი
ჯავახეთში სომხეთის მხარდასაჭერად ემზადებიან
ჯავახეთში სომხეთის მხარდასაჭერად ემზადებიან. რადიო "ნორის"ინფორმაციით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ნინოწმინდის ცენტრში შეიკრიბნენ და სომხეთის დახმარების გზები განიხილეს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ სომეხ ხალხს, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურად.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სასაუბროდ ახალგაზრდები დღეს, 28 სექტემბერს შეიკრიბნენ. ისინი უფრო მასშტაბურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც ნინოწმინდის სტადიონზე გაიმართება. ახალგაზრდები განიხილავენ, თუ რა ფორმით დაეხმარებიან ისინი სომხეთს.

შეგახსენებთ რომ მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები
მიმდინარეობს.
| Print |