რეგიონი
ჯავახეთში, სომხეთის მხარდასაჭერად, მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო
ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სომხეთის მხარდასაჭერად, ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო. ისინი, ვინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, სომხეთის გვერდში დგომას აპირებენ, მოხალისეთა სიაში ეწერებიან.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოხალისეები უკვე არიან.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.
| Print |