რეგიონი
ჯავახეთის მოსახლეობა საერთაშორისო გზის გადაკეტვას აპირებს
სოფელ კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლები საერთაშორისო გზის გადაკეტვას აპირებენ.

ისინი პროტესტის გზით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, რათა თურქეთმა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს.

”ჩვენი მიზანია ხელი შეუშალოთ თურქეთიდან აზერბაიჯანისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების გადაცემას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით”,
- აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე "Atv12"–თან.


Atv12–ის ფოტო
| Print |