რეგიონი
ერთ დღეში, სომხეთის დასახმარებლად ჯავახეთში 14 000 ლარამდე შეგროვდა
სამცხე-ჯავახეთში, მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად თანხის შეგროვება გრძელდება. ახალგაზრდები სოფლებში ფულს კარდაკარ აგროვებენ, ასევე ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მოხალისეები ტანსაცმელს და თანხას იბარებენ. გუშინ, 30 სექტემბერს საქველმოქმედო აქციით 14 000 ლარამდე შეგროვდა. თანხა სომეხი ჯარისკაცების მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" ყარაბაღის დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ დაიწყო. 30 სექტემბრის მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.

| Print |